ყოველთა წმინდანთა საღამო
HISTORY
11/3/2024
ჰელოუინის დღესასწაულის ფესვები ბრიტანეთსა და ირლანდიაშია, სადაც უძველეს დროში კელტები 31 ოქტომბერს აწყობდნენ ფესტივალს, სახელად სამჰეინი (Samhain). ეს იყო მნიშვნელოვანი მოვლენა[1], რომელიც ახალი წლის დადგომას, ზამთრის დასაწყისს აღნიშნავდა და მიიჩნეოდა, რომ ამ დღეს საიქიო და სააქაო სამყაროებს შორის საზღვარი სუსტდებოდა და მიცვალებულთა სულები დედამიწაზე ბრუნდებოდნენ.
სამჰეინი და მისი გავლენა ჰელოუინზე
სამჰეინი იყო რიტუალი[2], რომლის დროსაც ცეცხლს ანთებდნენ, ნიღბებს ატარებდნენ და გამოქურთნული თალგამებით (მოგვიანებით გოგრა) ავსულებს აფრთხობდნენ. კელტები ამ დღესასწაულზე ატარებდნენ ნიღბებსა და კოსტიუმებს, რათა დაეფარათ საკუთარი თავები და არ ეცნოთ ისინი ავსულებს. მოგვიანებით, ქრისტიანული ეკლესიის გავლენით, ეს დღესასწაული გადაიქცა All Hallows’ Eve-ად, ანუ დღესასწაულად, რომელიც აღინიშნებოდა, როგორც "ყოველთა წმინდანთა საღამო", ხოლო 1 ნოემბერი იყო "ყოველთა წმინდანთა დღე".
ჰელოუინის განვითარება ამერიკაში
ჰელოუინი თანამედროვე სახით განსაკუთრებით პოპულარული გახდა ამერიკაში[3], სადაც მე-19 საუკუნეში მრავალი ირლანდიელი და ბრიტანელი კელტი ემიგრანტი გაემგზავრა და მათი ტრადიციები თან წაიღეს. ამერიკაში დღევანდელი ჰელოუინის ბევრი ელემენტი, მაგალითად, "ალილოს" მსგავსად ტკბილეულის თხოვნა (trick-or-treating) და გოგრისგან გაკეთებული Jack-o'-lantern განვითარდა და გაფართოვდა.
ამდენად, ჰელოუინს აქვს ბრიტანული და ირლანდიური ფესვები, როგორც წარმართული, აგრეთვე ქრისტიანული. ისევე, როგორც, მაგალითად, ბარბარობის დღესასწაულს. დღეს ჰელოუინის თანამედროვე სახე, რომელსაც მსოფლიო აღიარებს, მეტწილად ამერიკაში ჩამოყალიბდა.
წყაროები:
[L1] https://www.history.com/topics/halloween/history-of-halloween
[L2] https://www.history.com/topics/holidays/samhain
[L3] https://www.history.com/topics/halloween/history-of-halloween